ირანელ ჰომოსექსუალ პედოფილს, რომელსაც არასრულწლოვანი ბიჭების მიმართ ჩადენილ სექსუალურ დანაშაულში ედებოდა ბრალი, ახალციხის სასამართლომ 6-წლიანი პატიმრობა შეუფარდა

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ირანელი ჰომოსექსუალი პედოფილი არასრულწლოვანი ბიჭების მიმართ გარყვნილი ქმედებების მომზადებისთვის დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე განხილული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის განმავლობაში ახალციხეში შუახნის ირანელმა მამაკაცმა ხუთ არასრულწლოვან ბიჭს მობილური ტელეფონების ნომრები მოტყუებით გამოართვა, რის შემდეგაც მათ უკავშირდებოდა და გარკვეული თანხის და საჩუქრების სანაცვლოდ სექსუალური ურთიერთობების დამყარებას სთავაზობდა.

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ირანელი მამაკაცი დამნაშავედ სცნო და მას 6 წლით პატიმრობა მიუსაჯა.