თურქეთში მომხდარი გადატრიალების მცდელობის წლისთავზე ქვეყნის მობილური კავშირის ყველა აბონენტს ერდოღანის მიმართვის მოსმენა მოუწია

თურქეთში შარშან მომხდარი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის წლისთავზე მობილური კავშირის ყველა აბონენტს თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ თაეფ ერდოღანის მიმართვის მოსმენა მოუწია. მიმართვის აუდიო ჩანაწერი ნომრის აკრეფისთანავე თავისით ირთვებოდა.

მიმართვაში თურქეთის პრეზიდენტი ხალხს დემოკრატიის და ნაციონალური ერთობის დღეს ულოცავდა (ეს დღე თურქეთში წარუმატებელი გადატრიალების დღეს აღინიშნება).

შეგახსენებთ, რომ თურქეთში გადატრიალების მცდელობა 2016 წლის 16 ივლისს მოხდა. მაშინ ერდოღანის წინააღმდეგ თურქეთის სხვადასხვა ქალაქებში ათასობით ადამიანი და სამხედროების ნაწილი გამოვიდა. აჯანყებულებმა ერდოღანის ხელში ჩაგდება ვერ მოახერხეს და ხელისუფლებამ აჯანყების ჩახშობა მალევე შეძლო.

გადატრიალების მცდელობის ჩახშობის შემდეგ თურქეთში მასიური რეპრესიები დაიწყო, რომლის შედეგადაც 50 ათას ადამიანამდე დააპატიმრეს და 100 ათასამდე სამსახურიდან დაითხოვეს.

წყარო: https://www.dailysabah.com/turkey/2017/07/16/turkish-mobile-users-get-surprise-july-15-message-from-erdogan