თურქეთის შეფასებით, რუსეთი ისლამური ტერორიზმის ერთ-ერთი ყველაზე მძაფრი კერაა

თურქეთმა შავ სიაში შეიყვანა რუსეთის 4 128 მოქალაქე. ყველა ამ ადამიანს თურქეთი ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური ხალიფატის” თანამოაზრეებად მიიჩნევს და თავის ტერიტორიაზე შესვლას უკრძალავს.

ტერორისტების თურქულ სიაში რუსეთი მოქალაქეების რაოდენობით მესამე ადგილზეა და მხოლოდ საუდის არაბეთს და ტუნისს ჩამორჩება, საიდანაც იგივე მიზეზებით თურქეთში შესვლა 7500 და 4600 ადამიანს აქვს აკრძალული.

შესაძლო ტერორისტების რაოდენობით რუსეთმა შორს ჩამოიტოვა ევროპის ყველა ქვეყანა. მაგალითად, თურქეთის შეფასებით, ევროპაში ყველაზე მეტი ტერორისტი საფრანგეთშია და მათი რიცხვი იქ 2600-ს აღწევს.

წყარო: https://sputnikipogrom.com/news/74771/turkey-rf/