“თეთრი ხმაურის მოძრაობის” აქტივისტი: თუ ნარკოტიკების დეკრიმინალიზაცია არ მოხდება, ახალი წლის განწყობა წინააღმდეგეობის დღეებით შეიცვლება, დეკრიმინალიზაციის მოწინააღმდეგე პარლამენტარები კი ხალხის მტრებად შეირაცხებიან

ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციისთვის მებრძოლი არასამთავრობო ორგანიზაციის, “თეთრი ხმაურის მოძრაობის” აქტივისტის, ბექა წიქარიშვილის განცხადებით, თუ პარლამენტი ახალ წლამდე ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციას მხარს არ დაუჭერს, ახალი წლის საზეიმო განწყობა წინააღმდეგეობის დღეებით შეიცვლება, ხოლო დეკრიმინალიზაციის მოწინააღმდეგე პარლამენტარები ფაშისტებად და ხალხის მტრებად შეირაცხებიან და თბილისი და მთელი საქართველოს ქალაქები მათი სახეებით და ნეგატიური შეფასებებით აივსება.

„მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში „თეთრი ხმაურის მოძრაობა” გაემიჯნება პროცესს და ალტერნატიული ბრძოლის მეთოდებს მიმართავს. ახალი წლის საზეიმო განწყობა წინააღმდეგეობის დღეებით შეიცვლება.

მოვუწოდებთ პარლამენტის წევრებს, გაიაზრონ დაპირებული ცვლილება და წერტილი დაუსვან ნულოვანი ტოლეტანტობის პოლიტიკას მომხმარებლებთან და ადამიანებთან მიმართებაში.

ჩვენი აზრით, ის პარლამენტარები, რომლებიც დადებით გადაწყვეტილებას მიიღებენ ქვეყნის საპარლამენტო (და არამარტო) ისტორიაში შევლენ როგორც პროგრესულები, ჰუმანური ღირებულებების მატარებლები, მოქალაქეების კეთილდღეობაზე პასუხისმგებელ ადამიანებად.

პარლამენტის ის წევრები, რომლებიც კანონპროექტის წინააღმდეგ წავლენ ფაშისტებად, ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის ქომაგებად, ხალხის მტრებად შეირაცხებიან. კენჭისყრის მონაცამები საჯაროა, სწორედ საჯაროდ, თბილისისა და მთელი საქართველოს მასშტაბით მათი სახეებით და საკადრისი შეფასებებით აივსება.

პარლამენტარები, რომლებიც სესიაზე არ მივლენ და საკუთარ პოზიციას არ დააფიქსირებენ იმ პარლამენტარებზე უარეს პირებად ჩაითვლებიან, რომლებიც ხმას წინააღმდეგ მისცემენ. მათ იგივე ბედი ელის რაც მოწინააღმდეგეებს.

მხოლოდ ორი არჩევანი, მხოლოდ ერთი გადაწყვეტილება, ჰუმანური ნარკოპოლიტიკისთვის, ხალხთან ომი დასრულდეს,” – განაცხადა წიქარიშვილმა.

წყარო: http://liberali.ge/news/view/33088/WNM-tu-motkhovnebi-ar-shesruldeba-akhali-tslis-gantsyoba-tsinaaghmdegeobis-dgheebit-sheitsvleba