თბილისში დააპატიმრეს ჰომოსექსუალი მამაკაცი, რომელიც 100-ზე მეტ არასრულწლოვან ბიჭთან სექსუალურ კავშირს აღიარებს

გამოცემა პრაიმტაიმის ინფორმაციით, თბილისში პოლიციამ დააკავა 42 წლის ჰომოსექსუალი მამაკაცი, რომელიც 100-ზე მეტ არასრულწლოვან ბიჭთან სექსუალურ კავშირს აღიარებს. პედოფილიაში ბრალდებული ჰომოსექსუალი მამაკაცის დაკავება დაახლოებით ერთი კვირის წინ მოხდა.

არსებული ინფორმაციით, დაკავებული ბრალს აღიარებს და გამოძიებასთან თანამშრომლობს. მას ბრალი წაყენებული აქვს არასრულწლოვნების გაუპატიურებასა და გარყვნილ ქმედებებში. მისივე მონაყოლით, მას 100-ზე მეტ 14-დან 16 წლამდე ასაკის ბიჭთან ჰქონდა სექსუალური კავშირი.

ჰომოსექსუალი პედოფილის ძირითადი სამიზნე სოციალურად დაუცველი მოზარდი ბიჭები იყვნენ. ის მოზარდებს უახლოვდებოდა, მათთან ნდობაში შედიოდა და საჩუქრებისა და ფულის სანაცვლოდ სექსუალურ კავშირზე ითანხმებდა.

წყარო: http://primetime.ge/news/1500272890-Exclკავშირს-აღიარებს#q9Hqwwb3oMc4HYuX.01