თამარ ჩერგოლეიშვილი: ჩვენი NGO სექტორის მნიშვნელოვანი ნაწილი უკიდურესად კლანური და ორმაგი სტანდარტის მატარებელია

საინფორმაციო გამოცემა “ტაბულას” ხელმძღვანელმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრობის კანდიდატის, ზვიად დევდარიანის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებზე, რომ მან რამდენიმე ქალზე სექსუალურად იძალადა, და ამ ბრალდებების მიმართ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების უმოქმედობის შესახებ ფეისბუქზე პოსტი გამოაქვეყნა.

“სამსახურეობრივი მდგომარეობის, ან ფიზიკური ძალის გამოყენებით გამოყენებით სექსის გამოძალვა, ან სექსის გამოძალვის მცდელობა არის ძალადობა.

ვინც ეს იცოდა და კლანურობის გამო, თვალს ხუჭავდა, არის ძალადობის თანამონაწილე – მაგრამ არ მიკვირს.

ჩვენი NGO სექტორის მნიშვნელოვანი ნაწილი რომ უკიდურესად კლანური და ორმაგი სტანდარტის მატარებელია, ეგ საკუთარ ტყავზე მაქვს გამოცდილი.

მაგრამ ისიც მნიშვნელოვანია, რომ ზღვარმა იარსებოს – ვიცოდეთ რა არის ძალადობა და რა, უბრალოდ უზნეობა – თუ ფიზიკური ძალის, ან სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენების ფაქტი არ არსებობს – ეს ყველაფერი უბრალოდ უზნეობა, ან უზრდელობაა.

თუ გვსურს ეს პროცესი კუდიანებზე ნადირობას არ დაემსგავსოს, ეს ზღვარი უნდა დავიცვათ.” – დაწერა ჩერგოლეიშვილმა

 

ჩერგოლეიშვილის ფეისბუქ-პოსტის ფოტო: