თათია დოლიძეს ქართველების წინააღმდეგ მეომარ ოს სეპარატისტთან მეგობრულად გადაღებული ფოტოები გაუვრცელეს

თათია დოლიძეს, საქართველოს ყოფილ ელჩს გაეროში, რომელიც “ქართველთა მარშის” ორგანიზატორებს და მონაწილეებს აქტიურად ადანაშაულებდა პრორუსულობაში და რუსეთის ინტერესებში მოქმედებაში, ფეისბუქზე ქართველების წინააღმდეგ მეომარ ოს სეპარატისტთან მეგობრულად გადაღებული ფოტოები გაუვრცელეს. ფოტოები სავარაუდოდ სერბეთში 2016 წელს არის გადაღებული. მეგობრული განწყობით გადაღებულ ფოტოებზე თათია დოლიძესთან ხელგადახვეული დგას ოსი სეპარატისტი, თემურ ციხრუბათი, რომლის ფეისბუქ-გვერდზე დაწერილი პოსტები და იუთუბზე არსებული ვიდეოები მკაფიოდ ანტიქართული და სეპარატისტული პოზიციით არის გაჯერებული და საიდანაც ჩანს, რომ ციხრუბათი ქართველების წინააღმდეგ სეპარატისტულ ომებში იღებდა მონაწილეობას.

თათია დოლიძე ოს სეპარატისთან, თემურ ციხრუბათთან ერთად:

თემურ ციხრუბათის ფეისბუქ გვერდი სავსეა ანტიქართული პოსტებით, სადაც ის ამაყად აღწერს, როგორ იბრძოდა ქართველების წინააღმდეგ “სამხრეთ ოსეთის” დამოუკიდებლობისთის.

“ალანების სახელმწიფოს აღორძინება დაიწყო 1992 წლის 29 მაისს, წერს გაზეთი რესპუბლიკა!” – წერს ციხრუბათი ოსი სეპარატისტების მიერ დამოუკებლობის გამოცხადების თარიღთან დაკავშირებით, – “მაგრამ ჩემთვის ეს ყველაფერი 1989 წლის 23 ნოემბერს დაიწყო. შემდეგ უკვე ამ ყველაფრის გაფორმება მიდიოდა.”

“იმ დღეს, დაახლოებით 13:00-14:00 საათზე ქართველები ერთხმად გაიქცნენ. მე მათ გმირთა ქუჩასთან ვუყურებდი და შევუერთდი მათ დევნას. ორგანიზებულად ქართველებს არავინ მისდევდა, იყვნენ ცალკეული მეომრები და პატარა ჯგუფები.” – აღწერს თათია დოლიძის მეგობარი სეპარატისტი ქართველი შენაერთებისგან ცხინვალის გაწმენდაში საკუთარ მონაწილეობას.

ციხრუბათის გვერდზე კიდევ არაერთი ანტიქართული შინაარსის პოსტია, სადაც ის ქართველების წინააღმდეგ ბრძოლაში და ცხინვალის საქართველოსგან გამოგლეჯის საქმეში საკუთარ მონაწილეობას აღწერს.

ყველაზე საინტერესო და აღმაშფოთებელი კი მთელ ამ ამბავში ის არის, რომ ეს თათია დოლიძე, საქართველოს ყოფილი ელჩი გაეროში, სულ რამდენიმე დღის წინ ხაზგასმული პატრიოტული რიხით და აღშფოთებით აბრალებდა “ქართველთა მარშის” მხარდამჭერებს რუსეთის ინტერესებში მოქმედებას და ოკუპაციის პრობლემის მიმართ გულგრილობას. და ამ ვითარებაში მართლაც გამაოგნებელია ცინიზმის ხარისხი, როცა ადამიანი, რომელიც ქართველების სისხლში გასვრილ, საქართველოს ერთიანობის წინააღმდეგ აქტიურ მებრძოლ სეპარატისტთან მეგობრულად გადაღებულ ფოტოებზე ამაყად პოზირებს, ასე უტიფრად და დაჟინებით აბრალებს სხვებს მტრის ინტერესებში მოქმედებას.

გასაოცარი თავხედობაა, როცა ადამიანი, რომელიც დაუფარავად ანტი-ქართველ სეპარატისტებთან პირდაპირ მეგობრობს, სხვებს სეპარატიზმის თემის მიმართ გულგრილობას რომ აბრალებს და აღშფოთებულ პრეტენზიებს უყენებს.

თათია დოლიძის მეგობარ, თემურ ციხრუბათის ფეისბუქ გვერდზე დადებული რამდენიმე ანტიქართული პოსტის ფოტოები: