ზვიად ტომარაძე: “საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა კომისიამ” 15 ფერეიდნელ ქართველს მოქალაქეობის მინიჭებაზე უარი უთხრა, სამაგიეროდ მოქალაქეობა მიანიჭა ირანელს, რომლმაც არც ქართული იცის და არც ეთნიკური ქართველია

ზვიად ტომარაძემ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ნათქვამია, რომ “საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა კომისიამ”, რომელმაც 15 ფერეიდნელ ქართველს მოქალაქეობის მინიჭებაზე უარი უთხრა, მოქალაქეობა მიანიჭა ირანელს, რომლმაც არც ქართული იცის და არც ეთნიკური ქართველია.

ზვიად ტომარაძის პოსტი:

“მეგობრებო!!! ეს სურათი დღეს გამომიგზავნეს ფერეიდნელებმა! დღეს “მოქალაქეობის საკითხთა კომისიამ” ირანის მოქალაქეს, ეთნიკურად ირანელს რომელმაც არც ქართული იცის და არც ფერეიდნელი ქართველია, დადებითი დასკვნა მისცა საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე!!!!!!
შეგახსენებთ რომ ამ კომისიამ ორი კვირის წინ, 15 ფერეიდნელ ქართველს არ მისცა დადებითი დასკვნა და უარი უთხრა საქართველოს მოქალაქეობაზე!!! აი ამ ანტიეროვნული კომისიის რეალური სახე!!! (ირანის მოქალაქის სახელი, გვარი და პასპორტის ნომერი მისივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე ჩემს მიერ დამალულია, თუ მოქალაქეობის საკითხთა კომისია უარყოფს ამ ფაქტს, მაშინ ფოტოს დავდებ სრულად!). პროექტი “საქართველო ქართველების გარეშე” წარმატებით ხორცილდება!!! გთხოვთ გააზიაროთ!”

ფეისბუქზე დადებულ ამ ტექსტს თან ერთვის ირანელისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების დასკვნის ფოტო: