ვაშინგტონ პოსტში ფემინისტმა დაწერა სტატია, რომ მენსტრუაციასთან დაკავშირებით ქალებისთვის სამსახურიდან დასვენების მიცემა ქალების შეურაცხყოფაა

გავლენიან ამერიკულ გამოცემა, ვაშინგტონ პოსტში ფემინისტმა ავტორმა, ბახრა დუტმა დაწერა სტატია, სადაც ის აცხადებს, რომ მენსტრუაციასთან დაკავშირებით ქალებისთვის სამსახურიდან დასვენების მიცემა სულელური იდეაა, რომელიც ქალებს ტკივილს აყენებს და შეურაცხყოფს მათ.

ფემინისტის სტატია უკავშირდებოდა ერთ-ერთი ინდური კომპანიის გადაწყვეტილებას, ქალებს მისცეს არჩევანის უფლება, აიღონ თუ არა დასვენების დღე მენსტრუაციის დროს.

ფემინისტმა ქალებისთვის ასეთი დასვენებების მიცემის პოლიტიკას უგუნური უწოდა და განაცხადა, რომ ის რეალურად ქალების ფიზიკურ არასრულფასოვნებაზე და სამუშაოსთვის კაცებთან თანაბრად ეფექტურად თავის გართმევის უუნარობაზე აკეთებს მინიშნებას და, აქედან გამომდინარე, მიუღებელია.

წყარო: http://dailycaller.com/2017/08/04/feminist-says-period-leave-for-women-is-a-stupid-idea/?utm_source=site-share