ერდოღანმა გააფრთხილა საბერძნეთი და კვიპროსი, რომლებიც ხმელთაშუა ზღვაში გაზის საბადოების ძიებით არიან დაკავებული, “არ გასცდნენ ზღვარს” და თურქეთის ინტერესების სფეროში არ შეაბიჯონ

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გააფრთხილა საბერძნეთი, კვიპროსი და საერთაშორისო კომპანიები, რომლებიც ხმელთაშუა და ეგეოსის ზღვებში გაზის საბადოების მოძიებით არიან დაკავებული, “არ გასცდნენ ზღვარს” და თურქეთის ინტერესების სფეროში არ შეაბიჯონ.

“კვიპროსზე და ეგეოსის ზღვის კუნძულებზე გაზის მოძიების ოპორტუნისტული მცდელობები ჩვენი ყურადღების ცენტრშია. ჩვენ ვაფრთხილებთ ყველას, ვინც დასაშვებ ზღვარს სცდება კვიპროსზე და ეგეოსის ზღვაზე,” – განაცხადა ერდოღანმა.

წყარო: https://greekcitytimes.com/erdogan-threatens-greece-and-cyprus/amp/