ერდოღანი: აშშ არ არის დემოკრატიული და ცივილიზებული ქვეყანა

აშშ-ს და თურქეთს შორის დიპლომატიური დაძაბულობის ფონზე რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აშშ-ს მიმართ მორიგი მწვავე განცხადება გააკეთა.

“ისინი ამბობენ, რომ აშშ დემოკრატიის აკვანია. ეს სიმართლე ვერ იქნება, ეს დემოკრატია ვერ იქნება. თუ ჩემი დაცვის წევრების მიმართ დაპატიმრების ორდერი დაუსწრებლად გაიცა… აშშ-ში, სადაც მე მიწვევით ვიმყოფებოდი, ბოდიში, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ეს ცივილიზებული ქვეყანაა,” – განაცხადა ერდოღანმა.

აგვისტოში აშშ-ს დიდმა ჟიურიმ ერდოღანის დაცვის წევრები თურქეთის პრეზიდენტის ამერიკაში ვიზიტის დროს მის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის წევრებთან ჩხუბის დაწყებაში დაადანაშაულა.

სიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდა მას შემდეგ, რაც თურქეთიში ამერიკის რამდენიმე წარმომადგენელი დააკავეს, რასაც ჯერ აშშ-ს მხრიდან თურქეთისთვის, შემდეგ კი თურქეთის მხრიდან აშშ-სთვის ვიზების გაცემაზე შეზღუდვების დაწესება მოჰყვა.

წყარო: https://www.nytimes.com/reuters/2017/10/21/world/europe/21reuters-usa-turkey.html