ევროკომისიის პრეზიდენტმა ბრიუსელიდან რომში გადაფრენაზე 27 000 ევრო დახარჯა

ევროკომისიის პრეზიდენტი, ჟან-კლოდ იუნკერი სკანდალში გაეხვა მას შემდეგ, რაც ესპანურმა არასამთავრობო ორგანიზაცია Access Info-მ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 2016 წლის თებერვალში ბრიუსელიდან რომში გადაფრენისთვის იუნკერმა და მისმა ჯგუფმა კერძო თვითმფრინავი დაიქირავეს, რაზეც 27 000 ევრო დახარჯეს.

იუნკერის კრიტიკოსები აცხადებენ, რომ ევროკომისიის პრეზიდენტი ვალდებული იყო რომში კომერციული ავიარეისით ემგზავრა, რაც ბევრად ნაკლები თანხა დაჯდებოდა.

ხოლო იუნკერის პრეს-მდივნის თანაშემწის, მინა ანდრეევას შეფასებით, იმ დროს არ იყო კომერციული ავიარეისი, რომელიც პრეზიდენტისთვის მისაღები იქნებოდა და საერთოდ, ანდრეევას განცხადებით, კომერციული რეისებით მგზავრობა ძალიან რთული პროცესია, რადგან ევროკავშირის მაღალჩინოსნებს გზაში ძალიან ბევრი დოკუმენტის გაცნობა უწევთ, რაც იოლი არ არის.

წყარო: http://www.independent.co.uk/news/world/europe/european-commission-jean-claude-juncker-travel-expenses-row-private-plane-rome-a7885326.html