ევროკავშირი სოციალურ მედიებს ჯარიმებით ემუქრება, თუ ისინი სიძულვილის ენის წინააღმდეგ უფრო აქტიურად არ იმოქმედებენ

ევროკავშირი სოციალურ მედია-კომპანიებს ჯარიმებით ემუქრება, თუ ისინი სიძულვილის ენის შემცველი პოსტების და ინფორმაციების წინააღმდეგ უფრო აქტიურად არ იმოქმედებენ.

ევროკომისიის მაღალჩინოსნების განცხადებით, თუ სოციალური მედიები სიძულვილის ენის უფრო სწრაფად აღმოჩენას და წაშლას არ დაიწყებენ, ევროკავშირი მიიღებს კანონებს, რომლებიც სოციალური მედიების დასჯის საშუალებას იძლევიან.

ეკონომიკის და საზოგადოების საკითხებში ევროკომისიის კომისრის, მარია გაბრიელის განცხადებით, დღევანდელი მდგომარეობა არამდგრადია. მისი შეფასებით, ფეისბუქი, ტვიტერი და სხვა ქსელები ხანდახან კვირაზე მეტხანს უნდებიან სიძულვილის ენის შემცველი პოსტების წაშლას, რაც მიუღებლად დიდი დროა.

წყარო: http://thehill.com/policy/technology/352818-eu-could-slap-fines-on-social-media-companies-that-do-not-act-on-hate