დიდი ჩანაცვლება: რამდენიმე ათწლეულში ეთნიკური ნორვეგიელები საკუთარ ქვეყანაში უმცირესობად იქცევიან

პროგნოზების თანახმად, სულ რამდენიმე ათწლეულში ეთნიკური ნორვეგიელები საკუთარ ქვეყანაში უმცირესობად იქცევიან. ქვეყნის დედაქალაქის, ოსლოს ზოგიერთ უბანში მათ რაოდენობით უკვე მიგრანტები აღემატებიან.

2004-2013 წლებში ნორვეგიაში 300 000 მიგრანტი ჩავიდა. მათი 40% აფრიკიდან და აზიიდან არის.

იმავე წლებში ნორვეგიის მოსახლეობა 11%-ით, ანუ დაახლოებით 500 000-ით გაიზარდა. მაგრამ ამ ზრდის ფონზე საინტერესოა იმ ფაქტის გათვალისწინება, რომ იმავე პერიოდში ეთნიკური ნორვეგიელების რაოდენობა, ანუ მათი, ვისი მშობლები და მშობლების მშობლები ნორვეგიაში დაიბადნენ, ქვეყანაში 4500 ადამიანით შემცირდა.

ანუ, ფაქტიურად გამოდის, რომ ნორვეგიის მოსახლეობის მთელი 11%-იანი მატება, რაც დაახლოებით 10 წლის მანძილზე დაფიქსირდა, სრულად მიგრანტების ან მიგრანტების შთამომავლობის ხარჯზე მოხდა.

ეს შემაშფოთებელი დემოგრაფიული მაჩვენებელი მხოლოდ 5 მილიონიანი მოსახლეობის მქონე ქვეყანაში იმ სამწუხარო პროგნოზის გაკეთების საშუალებას იძლევა, რომ სულ რაღაც რამდენიმე ათწლეულში ნორვეგიის ადგილობრივ მოსახლეობას მიგრანტები და მათი შთამომავლობა ჩაანაცვლებს.

წყარო: https://www.defendevropa.org/2017/population-replacement/norway-ethnic-norwegians-minority/