დიდი ბრიტანეთის 16-29 წლამდე ასაკის მოსახლეობაში ისლამის აღმსარებელთა რაოდენობა მხოლოდ 1%-ით ჩამორჩება ანგლიკანიზმის (ქრისტიანობის მიმდინარეობა) მიმდევრების რაოდენობას

წმ. მარიამის სახელობის ტვიკენჰემის უნივერსიტეტის ანგარიშის თანახმად, ბრიტანეთში ანგლიკანიზმს (ქრისტიანობის ყველაზე გავრცელებული მიმდინარეობა ბრიტანეთში) თავს მიაკუთვნებს ახალგაზრდა სრულწლოვანი მოსახლეობის მხოლოდ 7%, ხოლო ამავე ასაკობრივ ჯგუფში ისლამის მიმდევართა წილი 6%-ია.

ამ ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში, ისლამის მიმდევართა რაოდენობა მალე გადააჭარბებს ინგლისის ეკლესიის მრევლის რაოდენობას.

წყარო: http://www.breitbart.com/london/2018/03/25/islam-poised-pass-anglicans-preferred-religion-britains-young-adults/