დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: ეხება ყველას, ვინც ნიგერიელთან ერთად “ბაზუკები” დაინახა ქართველების ხელში – რა გინდათ, რომ დაიჭირონ ვინმე და რაც შეიძლება დიდი ხნით ჩასვან? 

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ნიგერიელებსა და ქართველებს შორის მომხდარ ჩხუბსა და ამ ამბის გარშემო აგორებული ხმაურის შესახებ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:

“ბავშვობაში რაიმე შარი თუ ატყდებოდა ქუჩაში, თუ შენს გვერდით ვინმე მშიშარა აღმოჩნდებოდა იმის მაგივრად მოგშველებოდა, იწყებდა შენს გამტყუნებას, ვითომ სიტუაციის განეიტრალების მოტივით. სინამდვილეში ჩხუბის ეშინოდა. კარგია თუ არ იჩხუბებ, მაგრამ თუ უკვე ჩხუბში ხარ, ასეთი საქციელი ღალტია.

ეხება ყველას ვინც ვერ მოითმინა და ნიგერიელთან ერთად “ბაზუკები” დაინახა ქართველების ხელში. სირცხვილია! კაცთმოძულეობაა! ჩვენი თანამემამულელის, თავისი მეზობლის, ოჯახის კაცებისთვის დამამძიმებელი გარემოებების ძებნაში რა დიდი მონდომებითაც ჩართნენ ჩვენივე თანამოქალაქეები.

გინდათ რომ დაიჭირონ ვინმე და რაც შეიძლება დიდი ხნით ჩასვან? გვაკლია ციხეგამოვლილი ხალხი?

და ეხლა რომ აღმოჩნდა, რომ ეს ნიგერიელი “ინვესტორი” იტყუება შეგიძლიათ შენდობის თხოვნა ვისაც უამრავი შეურაცხყოფა მიაყენეთ?

ცოტა მოითმინეთ ადამიანებო, ცოტა მოუთმიმეთ ერთმანეთს. იყავით სულგრძელნი და ითხოვეთ შენდობა.
რა ამბავია ამდენი სიძულვილი. იდღესასწაულეთ ცოტა ხანს.

ქრისტე აღდგა!”