გურამ ქართველიშვილი: საკუთარ ტყავზე მაქვს გამოცდილი, თუ რად ჯდება “ლიბერასტულ” და მთავრობიან-ინტელიგენციიანა “პედერასტული” პოზით გაჟღენთილ საზოგადოებაში ქართული საქმის კეთება

პროექტი “გააგრძელე საქართველოს ისტორიის” ავტორმა, რეჟისორმა გურამ ქართველიშვილმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა:

“ამ ორომტრიალში, რაც ეს დღეებია ჩემი და ჩემი ოჯახის თავს ტრიალებს, ვინმე ფიქრობს იმაზე, როგორი ფილმი უნდა დაბადებულიყო ,,გორშევარდენის კოშკზე,, შაბათს, გამთენიისას, 12 გრადუსიან ყინვაში? ვინმეს აინტერესებს, რა მქონდა ჩაფიქრებული შემოქმედებითად, იმ ჩაშლილ სცენაში? არავის დაუწერია ამდენ კომენტარ- აზრში, რომ სალახანების გარემოცვაში ჩავარდნილ შემოქმედს, არ შეიძლება სამარისებური სიმშვიდე მოთხოვო. მითუმეტეს, როცა სიმწრით ნაკოწიწებ და ომში ნაკეთებ შემოქმედებას, ვირული მეთოდებით უნადგურებ და სულში აფურთხებ… არავის უკითხავს, თუ როგორი ფაცხა ფუცხით გამოვაგდე თბილისში გამთენიისას, მისივე უსაფრთხოების გამო, ის კანადიდან ჩეკურაანთგორში ჩვენ დასახმარებლად ამოსული ქართველი, რომელიც 10 დღე პერსონაჟების ტყავებს კერავდა და თავის თვალით ხედავდა ჩემ გამწარებულ ყოფას. გამწარებულს, რადგან ირგვლივ შემოხვეულ ,,მოქსეულ ალოგიკურობებს,, ჩემთან ერთად განიცდიდა… იმ სკანდალის დილას კი გონიერმა ემიგრანტმა პირდაპირ გამომიცხადა ის ეჭვი, რომელიც ჩემთვის აგერ უკვე 14 წელია დღესავით არის ნათელი და ტყავზე მაქვს გამოცდილი თუ, რად ჯდება ,,ლიბერასტულ,, და მთავრობიან-ინტელიგენციიანა ,,პედერასტული,, პოზით გაჟღენთილ საზოგადოებაში, დასაღუპად გახაზირებული ქართული საქმის კეთება… ამას აღარ გავაგრძელებ და პირდაპირ მოგმართავთ ჯერ კიდევ ტვინარეულო და ამომგდებელი ქოც-ნაც-ვითომ ეროვნულების მოიმედეებო—-გაახილეთ თვალი და ბამბები გამოიღეთ ყურებიდან, ,,ბახტრიონი-1659,, ხომ ძალიან საშიში თემაა ამ ,,სინგაპურიზაციის,, და ისლამიზაციის გზაზე დამდგარ ქვეყანაში, ხოლო მისი ეკრანიზაცია აქ ,,მოღვაწე,, თითქმის ყველა საელჩოს და არასამთავრობოს დაუძინებელი მტერი… მეცინება, როცა ამბობენ, რომ ადამიან-გამოლეულ თიანეთში ვერავინ ვერაფერი ნახა და ჩემი გასარკვევია თურმე ,,მოქსეულების,, ავან-ჩავანი… ეგეთი სიმართლით გატაროთ ქვეყნის იუდებო უფალმა—პირველიდან ბოლო იუდამდე…
P, S, რაც შეეხება, ზოგიერთი უსახელ-უგვარო ფეის ჭინკის შეკითხვას, თუ ვინ მმართავს მე, სიამოვნებით გავცემ პასუხს——მე თითქმის ყველასგან ნაღალატები საქართველო მმართავს, რადგან ის ჩემშია და ჩემისთანებმაც რომ გარეთ გავაგდოთ–გ ა რ დ ა ი ც ვ ლ ე ბ ა!!!”