გურამ ქართველიშვილი: საზოგადოებრივი მაუწყებელი გამობრძმედილი სოროსელების ხელშია და ისინი ჩვენი ფულით შექმნიან ანტიქართულ ტელე-პროდუქციას

პროექტი “გააგრძელე საქართველოს ისტორიის” ავტორმა, რეჟისორმა გურამ ქართველიშვილმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი “გამობრძმედილი სოროსელების ხელშია” და ისინი ხალხის ფულით შექმნიან ისეთივე ანტიქართულ ტელე-პროდუქციას, როგორსაც მრავალი წელი ქმნიდნენ.

გურამ ქართველიშვილის პოსტი ფეისბუქზე:

“ამჯერად საით იტყუები ვასო, ზევით თუ ქვევით?
საზოგადოებრივი მაუწყებელი გამობრძმედილი სოროსელების ხელშია და ნუ მოგატყუებთ მათი დაპირებები. ისინი შექმნიან ტელე სპეკტაკლებს, შემეცნებით ფილმებს, ,,ტოქშოუებს და სხვა ტელეპროექტებს ჩვენი ფულით, მაგრამ ეგ ყველაფერი ისეთივე ტენდენციური, არა ქართული და გნებავთ ანტიქართული იქნება როგორითაც უკვე ამდენი წელია თავს ,,იწონებს,, საზ. მაუ. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ადამიანები ვინც მაღლაფერიძე-ქიურდაძე-ანთაძის სოროსულმა გუნდმა დაიტოვა ტელევიზიაში გაწაფულნი არიან სახელისუფლებო დაკვეთების შესრულებაში. ერთ ამბავს გავიხსენებ, რომელიც 2017-ში ახალი წლის დღეებში მოხდა. ძველით ახალი წელი ახლოვდებოდა და ტელევიზიაში დიდი ფუთფუთი იყო… აპირებდნენ მოკლემეტრაჟიანი საახალწლო ფილმის გადაღებას, ყველას უხაროდა, მაგრამ სცენარის სიუჟეტის გაცნობამ ცივი წყალი გადამასხა, ვერ მოვისვენე, რადგან ძველით ახალ წელს ჩემი ქვეყნის მაყურებელს ასეთი სცენა უნდა ენახა საზოგადოებრივის ეთერიდან—ემიგრაციაში სამუშაოდ წასული ცოლი ქმარს ელაპარაკება სქაიპით და ამ დროს ქალის ზურგს უკან, ქმარი შეამჩნევს, როგორ ჩაივლის აბაზანიდან გამოსული პირსახოციანი მამაკაცი… ფილმი რაღა თქმა უნდა სოროსული გემოვნების ელემენტებით (სექსი) უხვად იქნებოდა გაჯერებული და ქართველი ქალისთვის ,,თურმე,, საოცნებო გადამთიელი ,,მაჩოების,, ვნებებით სავსე. ეს უნდა გასულიყო ეთერში ძველით ახალ წელს, არადა მთელი არათბილისური საქართველო სწორედ ამ დროს ხვდება ახალი წლის დადგომას და რამდენ ოჯახს ყავს უცხოეთში ცოლი, დედა, თუ და…… რაღა გავაგრძელო და ამას ჩემი მხრიდან სერიოზული პროტესტი მოყვა და საქმე კინაღამ ვიღაცეების თავის გახეთქვამდე მივიდა, რამაც კიდევ ერთხელ დამიმკვიდრა ამ განაზებულ და ,,პრადვინუტ საზოგადოებაში,, მძიმე კაცის სახელი. (წლების მანძილზე იუდებს შორის მუშაობამ და მათდამი დამოკიდებულებამ, ეს იარლიყი დიდი ხანია მომაკერა…)
გუშინ მაღლაფერიძის ომახიან ინტერვიუს ვუსმინე… ათას რამეს პირდება მაყურებელს, მაგრამ რა ადამიანური და შემოქმედებითი რესურსით აპირებს ამის გაკეთებას, ეგ არ უთქვამს. არადა მის შემსრულებელთა გონება ისევ ზემოთ ჩამოთვლილი ,,ფასეულობებითაა,, გაჯერებული. საქმე ის გახლავთ, რომ მაღლაფერიძის ომახიანი დაპირებები ტყუილია და სხვა არაფერი. ვის ატყუებთ ამჯერად ბატონო ვასო? მაყურებელს გნებავთ აუბნიოთ ისედაც თქვენისთანებისგან ნარეცხი ტვინი, ასეთი უცაბედი ინტერვიუთი, თუ ბოსებს, რომლებმაც ალბათ განათების 300 000 ლარიანი კონტრაქტისთვის ალიყურიც მოგართვეს? რომელ ახალ პროდუქციაზე ლაპარაკობთ? რომელიც არ იქმნება? ან თუ შეიქმნება ვინ შექმნის? ნაც-ქოცურ-სოროსული გუნდი, რომელიც ასე უკლებლივ დარჩით მაგ ტელევიზიაში? დარწმუნებული ვარ შექმნით, მაგრამ ისეთივეს, როგორითაც წლებია ძალადობს საზ. მაუ მაყურებელზე, რადგან ნათქვამია– ,,კოკასა შიგან რაცა დგასო,,.——ჩემო ვასო…”