გურამ ქართველიშვილი: ანტიქართული სქემების  მორიგი ეტაპი ის ქართული წარმოების პრეზერვატივებია, რომლზედაც ასე რუდუნებით მიგვიხატეს “დიდგორი” და “თამარი”

პროექტი “გააგრძელე საქართველოს ისტორიის” ავტორმა, რეჟისორმა, გურამ ქართველიშვილმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა:

“—ანტიქართული ,,სქემები,,—–

(ნუ დაიზარებთ, წაიკითხეთ)

გადამთიელთაგან დამუშავებული სქემები როცა ხორციელდება ჩვენს თავს ამ ,,მთავრობების,, მიერ, ჩვენ მას წაყრუებით ვპასუხობთ. წაყრუება კი როგორც წესი ნებისმიერი მთავრობის გათავხედებას იწვევს და მითუმეტეს ისეთების, როგორიც ათწლეულებია გვყავს… მათ ხომ არ ჭირდებათ ჩვენგან გათავხედება, რადგან იმ სპეცსკოლებში ყავთ დახვეწილ თავხედებად გამოზრდილი, რომლის მეპატრონეებიც ასე განუკითხავად ბატონობენ საქართველოზე.

ახლა კი ერთი წლის მანძილზე თქვენ თვალწინ განხორციელებულ სქემაზე მოგახსენებთ, რომელიც ეკლესიაზე შეტევის პარალელურად განახორციელეს ლიბერალებმა ანუ ე.წ. ქოც-ნაცურმა ხელისუფლებამ. აგორდა თუ არა ციანიდის საქმე ერთი თვის თავზე საზოგადოებრივი მაუწყებლის მზრუნველთა საბჭოდან დამირეკეს და შეფარულად განმიმარტეს, რომ ბიუჯეტის სიმცირის გამო ,,გააგრძელე საქართველოს ისტორია,, – ს 26 წუთიანი ქრონომეტრაჟი 15 წუთამდე უნდა შემემცირებინა და მხატვრული სცენები ამომეღო. ამის შედეგად ტელე პროექტი მთლიანად კარგავდა სახეს. ეს იყო 2017წლის იანვარი… იქიდან მოყოლებული დღე არ ჩამიგდია ალბათ და თითქმის ყოველდღიური პოსტებით ვატყობინებდი საზოგადოებას როგორი თანმიმდევრობით კლავდნენ საქართველოს ისტორიას საზ. მაუწყებელზე, სანამ 17 ივლისს საბოლოოდ არ გაუქმდა ,,გააგრძელეს,, სტუდია. იმავე დროს აგორდა დიდგორის სკანდალი და იმ დროს დაგვასხეს კიდევ ერთი თავსლაფი ქართველებს. ისევ გავიმეორებ, რომ ჩვენი ისტორიის ასეთი გაბახება ,,ციანიდის საქმის,, ანუ ეკლესიის დისკრედიტაციის ფონზე მიმდინარეობდა. ეს იყო ერთიანი შეტევა ქართულ ძირეულ ფასეულობებზე, მართლმადიდებელ ეკლესიაზე და მთლიანად საქართველოზე, რადგან ისედაც მდარე ლიბერალურ- განათლების სისტემაში მოხვედრილი ახალგაზრდობისთვის კიდევ გათამაშდა ცუდი მაგალითი, მაგალითი იმისა, თუ რა ბარბაროსულად ვექცევით უფროსი თაობები სახელმწიფოებრივ საფუძვლებს.

ამ ერთი მთლიანი სქემის მორიგი ეტაპი სწორედ ის ქართული წარმოების პრეზერვატივებია, რომლზედაც ასე რუდუნებით მიგვიხატეს ქართველებს ,,დიდგორი,, და ,,თამარი”.

არადა რაღა აღარ დამამახსოვრდა ამ ერთი წლის მანძილზე – მწერლების და მწერლის შვილების გულმოდგინე მუშაობა ,,გააგრძელეს,, ჩასაძირად, კვირიკაშვილისგან ორჯერ იმედით მობრუნებული მაღალი იერარქი და საქართველოს ისტორიის ბედზე ორჯერვე წაყრუება პრემიერისგან, ამ საქმეში მაღალი ბიძნესის წევრების გააქტიურება და მიუხედავად (მხარზე ხელის ტყაპუნისა—უხ რა მაგარ საქმეს აკეთებ გურამ) ბჭობისა დღეს ეს პროექტი აღარ არსებობს… ამ საქმეს ზედა ეშელონებში პატრონი არ ყავს, მეგობრებო, რადგან იმ ეშელონის წევრთა ერთი ნაწილი ზემოთ ხსენებულ სქემებს ახორციელებს ჩვენზე, ხოლო ,,ელიტის,, მეორე ნაწილი მონასავით ხელშეკრულია. თუნდაც მილიონები ედოს ანგარიშზე…

ჩვენ გვმართავს ორგანიზებული ძალა, რომლის სამომავლო გეგმებში საქართველო არ შედის…”