გორის რაიონში ხანძარი გაძლიერდა

გორის რაიონში ხანძარი გაძლიერდა, ატენის ხეობაში ამ დროისთვის უკვე 2 ჰექტარზე მეტი ფართობი იწვის.

ადგილზე მეხანძრეები ცეცხლის ჩაქრობას ცდილობენ. დამატებითი ძალების მობილიზება ხდება სხვა რაონებიდანაც.

გორის რაიონში, ატენის ხეობაში მდებარე სოფელ ზემო ბოშურის მიმდებარე ტყეში ცეცხლის გაჩენის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე საათის წინ გავრცელდა.