გიორგი გაბუნია: იესო აჭარაში უნდა მოსულიყო და ჯვარზე ვერ გააკრავდნენ, რადგან ყველა ხე ბიძინას ეზოში იქნებოდა გადატანილი

რუსთავი 2-ის გადაცემა პოსტკრიპტუმის წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ აჭარაში ხეების მოჭრის შესახებ გადაღებულ სიუჟეტს ასეთი პროვოკაციული და ქრისტიანთა რელიგიური გრძნობებისთვის შეურაცხმყოფელი შესავალი გაუკეთა:

“მე ვფიქრობ, რომ იესო ქრისტემ საშინელი შეცდომა დაუშა, როდესაც 2000 წლის წინ ისრაელში მოვიდა. უნდა მოსულიყო აჭარაში და ჯვარზე კი ვეღარ გააკრავდნენ, იმიტომ რომ ხე აღარ იქნებოდა დარჩენილი და ამ დროისთვის ბიძინას ეზოში იქნებოდა გადატანილი ყველა ხე. ასე იცოცხლებდა იესო ღრმა სიბერემდე, მთავარია სადმე ბიძინასთვის არ გადაეკვეთა გზა, ან უარესი, მის ეზოში არ დაეწყო ქადაგება, თორემ იგივენაირად დაასრულებდა, როგორც 2000 წლის წინ, ან უარესად.”