გერმანიის სასამართლომ დაადგინა, რომ ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური ხალიფატის” მოტყუება დანაშაულია

გერმანიის სასამართლომ სირიელი მიგრანტი ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური ხალიფატის” (ISIS) მოტყუების მცდელობაში დამნაშავედ სცნო.

გერმანიის ქალაქ ზაარბრიუკენის სასამართლომ 39 წლის სირიელ მიგრანტს ორწლიანი პატიმრობა იმის გამო მიუსაჯა, რომ ის მოტყუებით ცდილობდა ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური ხალიფატისგან 180 000 ევროს მიღებას.

მოსამართლემ დაასკვნა, რომ სირიელი მიგრანტი ისლამური ხალიფატის წარმომადგენლებს მოტყუებით არწმუნებდა, თითქოს ტერაქტის მომზადებას გეგმავდა, რისთვისაც ფული იყო საჭირო და ამ ცრუ მოტივით ცდილობდა მათგან თანხის გამოძალვას.

წყარო: https://www.reuters.com/article/us-germany-justice-islamicstate-idUSKCN1AU118