გერმანიაში 18 წლის გერმანელი გოგო, რომელმაც ისლამის მიღებაზე უარი განაცხადა, ავღანელმა შეყვარებულმა მოკლა

გერმანიის ქალაქ ფლენსბურგში 18 წლის გერმანელი გოგო ავღანელმა შეყვარებულმა სასიკვდილოდ დაჭრა.

გოგონას ოჯახის მეგობრის განცხადებით, შეყვარებულები ხშირად კამათობდნენ, რადგან ბიჭს სურდა, გოგოს თავსაბურავი ეტარებინა და ისლამი მიეღო.

პროკურატურის ცნობით, დამნაშავე გერმანიაში 2015 წელს ლტოლვილის სახით ჩავიდა.

მკვლელის აღიარებით, შეყვარებულთან ბოლო კამათი ისლამის თემაზე მოუვიდა.

წყარო: https://voiceofeurope.com/2018/03/third-german-teen-girl-murdered-by-an-afghan-migrant-she-refused-to-convert-to-islam/