გერმანიაში უმუშევართა სოციალური შემწეობების მიმღებთა ნახევარზე მეტს მიგრანტები შეადგენენ

გერმანიის ფედერალური დასაქმების სააგენტოს ცნობით, უმუშევართა სოციალური შემწეობების ( Hartz IV) მიმღებთა ნახევარზე მეტს მიგრანტები შეადგნენ, მათ შორის უმსხვილესი ჯგუფი კი სირიელები არიან.

ანგარიშის თანახმად, სოციალური დახმარების არაგერმანელ მიმღებთა რაოდენობა 2010 წლიდან 69%-ით გაიზარდა მაშინ, როცა იგივე პერიოდში გერმანელ ბენეფიციართა რაოდენობა 20%-ით შემცირდა.

გადასახადების გერმანელი გადამხდელების ხარჯზე მცხოვრებ ბენეფიციართაგან 584.000-ს სირიელები შეადგენენ, მეორე ადგილს კი 259.000 ადამიანით თურქები იკავებენ.

წყარო: http://www.breitbart.com/london/2018/04/13/half-german-welfare-recipients-come-migrant-backgrounds/