ბრიტანელი ტრანსგენდერების ოჯახი, სადაც დედა მამაა, მამა – დედა, ხოლო ოთხი წლის შვილს განუსაზღვრელი სქესის არსებად ზრდიან

ბრიტანელი წყვილი, ლუის და ნიკი დრევენები საკუთარ 4 წლის შვილთან, სტართან ერთად განუსაზღვრელი გენდერის ოჯახს წარმოადგენენ.

სტარის “დედა” ბიოლოგიურად მამაკაცია, მაგრამ თავს ქალად აღიქვამს და ჰორმონალური მკურნალობის მეშვეობით ფიზიკურად ქალად გარდასახვას ცდილობს.

ბავშვის “მამა”, ნიკი ბიოლოგიურად ქალია, მაგრამ ის ხან ქალის სამოსით ცხოვრობს და ხან კაცის სამოსით.

ნიკის განცხადებით, არცერთი მშობელი მიბმული არ არის იმ გენდერზე, რომლითაც დაიბადა.

“ჩვენ ასევე არ გვინდა, რომ ჩვენი შვილი შეზღუდული იყოს. ჩვენ ჩვეულებრივი ოჯახი ვართ, რომელიც ისე ცხოვრობს, როგორც უნდა,” – ამბობს ის.

მშობლები შვილს, რომელიც ბიოლოგიურად ბიჭია, ნეიტრალური გენდერით ზრდიან და ასწავლიან, რომ ის პიროვნებაა, და არა ბიჭი.

ბავშვი მალე სკოლაში წავა, სადაც ბიჭის უნიფორმას ჩაიცვამს, მაგრამ ვარდისფერი ჟილეტით და წინდებით, რომ ტანსაცმელში გოგოს ნიშნებიც ერიოს.

წყარო: http://www.mirror.co.uk/news/uk-news/family-mum-daddy-dad-mummy-10978802