ბრიტანეთში ლესბოსელი ქალი იმის გამო დააპატიმრეს, რომ მან 15 მამაკაცს ტყუილად დააბრალა მისი გაუპატიურება

ბრიტანეთში ლესბოსელ ქალს, რომელიც ცრუობდა, რომ სამი წლის განმავლობაში 15-მა მამაკაცმა მასზე სექსუალურად იძალადა, სასამართლომ ათწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

25 წლის ჯემა ბილის ცრუ ბრალდებების გამო ერთ-ერთ მამაკაცს, მაჰად კასიმს 2012 წელს შვიდწლიანი პატიმრობაც კი მიუსაჯეს. მამაკაცმა რამდენიმე წელი ციხეში გაატარა და მხოლოდ შემდეგ შეძლო საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცება.

კასიმის გარდა ჯემა ბილმა კიდევ 14 უდანაშაულო მამაკაცს დააბრალა მასზე სექსუალური ძალადობა.

განაჩენის გამოტანისას მოსამართლემ განაცხადა, რომ ბილი დახელოვნებული მატყუარაა, რომელსაც მოსწონს მსხვერპლის როლში ყოფნა.

სასამართლომ მას ცრუ ჩვენებების მიცემისთვის და მართლმსაჯულების შეცდომაში შეყვანისთვის ათწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

წყარო: http://www.news.com.au/world/europe/the-attention-seeking-woman-who-falsely-accused-15-men-of-rape/news-story/b3bcd1f5dacc0029239af404475d1509