ბრიტანეთი უარს აცხადებს იტალიის შეთავაზებაზე, მძიმედ დაავადებული ჩვილის მკურნალობის შესახებ და აცხადებს, რომ ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებისამებრ, ბავშვი უნდა მოკვდეს

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბორის ჯონსონმა თავის იტალიელ კოლეგას განუცხადა, რომ იურიდიული მიზეზებით შეუძლებელია მძიმედ დაავადებული ჩვილის, ჩარლი გარდის სამკურნალოდ იტალიაში გადაყვანა.

შეგახსენებთ, რომ უმძიმესი დაავადების მქონე 10 თვის ჩარლი გარდის განკურნების იმედი ბრიტანელ ექიმებს აღარ აქვთ, ამიტომ ჯერ ბრიტანეთის სასამართლომ, შემდეგ კი ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ მისი სიცოცხლის ხელოვნურად უზრუნველმყოფი სამედიცინო აპარატურისგან გამორთვის გადაწყვეტილება მიიღეს და მშობლებს უფლება არ მისცეს, საკუთარი სახსრებით ჩვილი ექსპერიმენტული მკურნალობისთვის აშშ-ში გადაეყვანათ.

ამ მოვლენების პასუხად, ორი დღის წინ, ბავშვის და მისი მშობლების მხარდამჭერი განცხადება რომის პაპმა გააკეთა, ხოლო ვატიკანის ბავშვთა ჰოსპიტალმა ბრიტანეთს ჩვილის სამკურნალოდ მათთან გადაყვანა შესთავაზა, რაზეც, სამწუხაროდ, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრისგან უარი მიიღო.

წყარო: http://www.breitbart.com/london/2017/07/05/britain-rejects-italys-offer-treat-baby-eu-court-said-must-die/?utm_source=facebook&utm_medium=social