ბრიტანეთის მთავრობა სახელმწიფო მოხელეებს ეუბნება, ტრანსგენდერების გრძნობებზე ზრუნვის საჭიროებიდან გამომდინარე, არ გამოიყენონ სქესის გამომხატველი ნაცვალსახელები

ბრიტანეთის მთავრობამ გამოაქვეყნა წესების ჩამონათვალი, რომელიც სახელმწიფო სამსახურებს უხსნის, რა პრინციპით მოაწყონ სამსახურების ვებ-საიტები და მათ მომხმარებლებს როგორ ჰკითხონ გენდერის ან სქესის შესახებ.

წესებში ნათქვამია, რომ კითხვა სქესის და გენდერის შესახებ უნდა დაისვას მხოლოდ აბსოლუტური აუცილებლობის შემთხვევაში. სახელმწიფო მოხელეები განსაკუთრებით უნდა ერიდონ სქესის შესახებ კითხვის დასმას, რადგან ამან შეიძლება ტრანსგენდერების გრძნობების შეურაცხყოფა გამოიწვიოს.

იმავე მიზეზით ბრიტანეთის მთავრობა თანამშრომლებისგან ასევე ითხოვს სქესის გამომხატველი ნაცვალსახელების გამოყენებაზე უარის თქმას.

წყარო: http://www.breitbart.com/london/2017/10/15/government-told-ditch-gender-pronouns/