ბრიტანეთის ერთ-ერთი ქალაქის სკოლებში ბავშვებს შეასწავლიან, რა უნდა გააკეთონ ტერორისტული თავდასხმის შემთხვევაში

ბრიტანეთის ქალაქ ბირმინგემის სკოლებში ბავშვებს შეასწავლიან, რა უნდა გააკეთონ ტერორისტული თავდასხმის შემთხვევაში.

სასწავლო სახელმძღვანელოში ტერორისტული თავდასხმის დროს მოქმედებას ნახატ მოთხრობაში თაგვების სკოლაზე კატის თავდასხმის მაგალითზე შეასწავლიან.

ნახატი მოთხრობა ექიმების ჯგუფის მიერ არის შექმნილი.

“გაიქეცით, დაიმალეთ, უთხარით უფროსებს საფრთხის შესახებ,” – ტერაქტის შემთხვევაში ურჩევს მოთხრობა ბავშვებს.

ბირმინგემის სკოლებში დაგეგმილი ეს გაკვეთილები საცდელი პროექტია, რომელიც მოგვიანებით მთელი ბრიტანეთის სკოლებზე უნდა გავრცელდეს.

უკანასკნელ წლებში ევროპაში იმდენად გამწვავდა ტერორისტული საფრთხე, რომ იქ უკვე ამ თემის სასკოლო პროგრამებში შეტანის პირველი ნაბიჯები იდგმება.

წყარო: http://www.dailymail.co.uk/news/article-4808782/Moggy-s-Coming-book-teach-kids-terror-attacks.html