ბორჯომის ხეობაში ხანძრის ჩაქრობის პროცესში ქართული ვერტმფრენი ჩამოვარდა

დღეს დილით ბორჯომის ხეობაში ხანძრის ჩაქრობის სამუშაოების პროცესში ქართული ვერტმფრენი ჩამოვარდა.

ვერტმფრენი წლის რეზერვუარის ავსებისას წყალში ჩავარდა. გავრცელებული ინფორმაციით, პილოტები მძიმედ არ დაშავებულან.

ამ დროისთვის ბორჯომში ცეცხლის მცირე კერები კიდევ რჩება და მათ ჩაქრობაში დღეს 2 ქართული, 1 აზერბაიჯანული და 1 ბელორუსული ვერტმფრენი მონაწილეობდა.