ბერლინში ჩეჩნების შეიარაღებული ბანდა ამორალურ ქცევაში შემჩნეულ ჩეჩენ ქალებს ატერორებს

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ბერლინში რადიკალურად განწყობილი ჩეჩენი მამაკაცების ჯგუფი, ისლამთან და ჩეჩნურ ტრადიციებთან შეუთავსებელი ქცევის გამო, რამდენიმე ჩეჩენ გოგოს ფიზიკურად გაუსწორდა. ორ ახალგაზრდა ჩეჩენ გოგოს მძიმე დაზიანებები აქვს მიღებული.

გაზეთმა  Berlin Daily Reporter-მა ასევე ნახა ვიდეო, რომელიც ქალაქის ჩეჩნურ თემში ვრცელდება და სადაც ნიღბით დაფარული ჩეჩენი მამაკაცი აცხადებს, რომ ზოგიერთი ჩეჩენი ქალი ევროპაში უკვე დაუშვებლად იქცევა და რომ ისინი აუცილებლად დაისჯებიან.

მამაკაცი ასევე აცხადებს, რომ მათ ჯგუფში 80 ადამიანია, რომ მათ ფიცი ყურანზე აქვთ დადებული და იმუქრება: “ჩვენ ქუჩაში გამოვდივართ. მერე არ თქვათ, რომ არ გაგაფრთხილეს და არ იცოდით”.

ბერლინის პოლიცია ამ ფაქტების შესახებ კომენტარს არ აკეთებს.

წყარო: https://www.thelocal.de/20170705/armed-islamist-gang-terrorizing-immoral-chechen-women-in-berlin-report