ბერლინში საახალწლო ღამის ღონისძიებაზე ქალებისთვის “უსაფრთხო ზონებს” მოაწყობენ, სადაც ქალებს სექსუალური თავდასხმებისგან დაცულად შეეძლებათ იგრძნონ თავი

გერმანიის დედაქალაქში, ბერლინში საახალწლო ღამის ღონისძიებაზე ქალებისთვის “უსაფრთხო ზონებს” მოაწყობენ, სადაც ქალებს სექსუალური თავდასხმებისგან დაცულად შეეძლებათ იგრძნონ თავი.

უსაფრთხოების ასეთი ზომები გერმანიაში საიმიგრაციო კრიზისით გამოწვეულ სექსუალური ძალადობის ფაქტების მკვეთრ გახშირებას უკავშირდება.

მიგრანტების მიერ გერმანიაში მოწყობილი სექსუალური თავდასხმების ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ეპიზოდია 2015 წლის საახალწლო ღამე, როცა ქალაქ კიოლნის საახალწლო ღონისძიებაზე მიგრანტების ბანდების მხრიდან გერმანელ ქალებზე თავდასხმის უამრავი შემთხვევა დაფიქსირდა და პოლიციაში სექსუალური ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით ასობით განცხადება შევიდა.

წყარო: http://www.bbc.com/news/world-europe-42502984?ocid=socialflow_facebook&ns_mchannel=social&ns_campaign=bbcnews&ns_source=facebook