აშშ-ს შტატ ორეგონმა მართვის მოწმობებში მესამე გენდერის არჩევანი ჩაამატა

ორეგონი აშშ-ს პირველი შტატია, სადაც მართვის მოწმობებში ქალის და კაცის გარდა შესაძლებელი გახდა მესამე, “განუსაზღვრელი გენდერის” ჩაწერა.

ორეგონის მძღოლების და ავტოსატრანსპორტო საშუალებების სამსახურმა მართვის მოწმობებში მესამე გენდერის დამატება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც გასულ წელს ორეგონის სასამართლომ დაადგინა, რომ ჯემი შუპი, მამაკაცი, რომელიც ქალის სტატუსით ცხოვრობდა, არ შეიძლება განიხილებოდეს არც ქალად და არც კაცად და რომ ის “განუსაზღვრელი გენდერის არის”.

ჯემი შუპის განცხადებით, ორეგონის სატრანსპორტო სამსახურის გადაწყვეტილება მისთვის და მისნაირებისთვის ემოციურად ძალიან მნიშვნელოვანია.

წყარო: http://www.breitbart.com/big-government/2017/07/05/oregon-adds-third-gender-option-drivers-licenses/