აშშ-ს ქალაქ სიეტლის ჰომოსექსუალი მერი ბავშვების გაუპატიურების ბრალდებების გამო თანამდებობიდან გადადგა

აშშ-ს ქალაქ სიეტლის ჰომოსექსუალი მერი, ედ მიურეი, რომელიც გეების უფლებების დაცვისთვის ბრძოლით არის ცნობილი და მამაკაცზეა დაქორწინებული, ხუთი თვის მანძილზე თანამდებობის დატოვებაზე უარს ამბობდა მიუხედავად იმისა, რომ სულ ცოტა ოთხი მამაკაცი აცხადებდა, რომ მაშინ, როცა ისინი არასრულწლოვნები იყვნენ, მიურეიმ მათზე სექსუალურად იძალადა. ოთხიდან ერთ-ერთი მიურეის ყოფილი შვილობილია, რომელიც აცხადებს, რომ 13 წლის ასაკიდან მიურეი მას პერიოდულად აუპატიურებდა.

მაგრამ მას შემდეგ, რაც სამშაბათს მისმა საკუთარმა უმცროსმა ბიძაშვილმა განაცხადა, რომ ბავშვობაში მასზე მიურეიმ სექსუალურად იძალადა, სიეტლის მერი იძულებული გახდა, გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება მიეღო.

წყარო: https://joemiller.us/2017/09/seattles-gay-mayor-resigns-5th-child-rape-allegation/