არასამთავრობო ორგანიზაცია EMC აცხადებს, რომ განათლების სისტემა მზად არ არის სკოლებში რელიგიის ისტორიის ნეიტრალურად და კრიტიკული მიდგომით სწავლებისთვის

სკოლებში რელიგიის ისტორიის სწავლების შემოღებასთან დაკავშირებით განათლების სამინისტროს განხადებას არასამთავრობო ორგანიზაცია “ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი” (EMC) გამოეხმაურა.

EMC-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს სასწავლო სისტემა მზად არ არის რელიგიის ისტორიის ნეიტრალურად სწავლებისთვის, ამიტომ, EMC-ის შეფასებით, ეს ინიციატივა შეიცავს რისკებს, რომ სწავლება არ იქნება თანასწორი, არაქსენოფობიური და კრიტიკული მიდგომების მქონე.

წყარო: https://emc.org.ge/2018/01/23/emc-384/