ანაკლიაში ნარკოდანაშაულისთვის კიდევ ერთი ირანელი დააკავეს

შსს ანაკლიაში ნარკოდანაშაულისთვის კიდევ ერთი ირანელის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

1978 წელს დაბადებულ ირანის მოქალაქეს დაკავებისას, სავარაუდოდ, ნარკოტიკის შემცველი 7 აბი და აბის ნატეხები, ერთ შეკვრად დაფასოებული ფხვნილი და ორ შეკვრად დაფასოებული ნივთიერება აღმოუჩინეს.

ნარკოლოგიური შემოწმებისას, დაკავებულს ნარკოტიკის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.