ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი საქართველოს მთავრობისთვის სანქციების დაწესების შესაძლებლობას განიხილავს

კანონპროექტის სათაურია – “პასუხი საქართველოს მთავრობის მოქმედებებზე, რომლებიც უკავშირდება საკონტრაქტო შეთანხმებების დარღვევას აშშ–ს წარმომადგენლების მიმართ, რომლებიც ჩართულნი არიან ბიზნეს და საფინანსო ოპერაციებში საქართველოში”

სანქციები შეეხება “ყველა იმ პირს, რომელიც საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების ამჟამინდელი ან ყოფილი წევრია და რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს აღნიშნულ საქმიანობაში.”

საქნციათა სახეები იქნება – სესხების, კრედიტების, დაზღვევის გაუცემლობა, საქართველოს მთავრობის მიმართ  ფინანსური დახმარებების შეზღუდვა; ზემოთ ხსენებული პირებისთვის აშშ–ში არსებული ყველა ანგარიშის გაყინვა; ვიზებისა თუ ბინადრობის ნებართვების გაუცემლობა ზემოთ აღნიშნული პირებისთვის.

კანონპროექტი ძალაში შესვლამდე საჭიროებს კონგრესის მხარდაჭერას და პრეზიდენტის ხელმოწერას.

 

ავტორი: გიორგი ლაბაძე

წყარო: https://www.congress.gov/bill/115th-congress/house-bill/4563/text