აზრის ლიბერალური პოლიცია: პროფესორი ზაზა სიამაშვილი ფეისბუქზე ფემინისტების შესახებ დაწერილი უარყოფითი პოსტის გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს

რამდენიმე დღის წინ პროფესორმა ზაზა სიამაშვილმა ფეისბუქზე, სექსუალური შევიწროვების თემაზე ფემინისტების მიერ აგორებულ ხმაურთან დაკავშირებით, შემდეგი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა:

“რატომ ლაპარაკობენ სექსუალურ შევიწროვებაზეუმახინჯესი “ვითო” ქალები?! შურის გამოხატვის ახალიფორმაა თუ უპერსპექტივო ცხოვრების?!

 რა გეშველებათ?! შევიწროვება კი არაგაგყრიდით ამქვეყნიდანმერამდენე დღეა ვუყურებ და ერთი ” შესავიწროვებელ” ვერ დავლანდე… ზოოპარკისძუძუმწოვარიც კი არ გაეკარება თქვენს მკერდს არც ეგგაქვთუკაცრავადჩემს სტუდენტებთანუხამსობას ვერ ავცდი!”

პროფესორის ამ პოსტს ულტრალიბერალურმა, პროპაგანდისტულმა გამოცემა “ტაბულამ” და რადიკალმა ფემინისტებმა აღშფოთებული წერილები მიუძღვნეს და ზაზა სიამაშვილის სამსახურიდან გათავისუფლება მოითხოვეს. და, როგორც დღეს გახდა ცნობილი, ულტრალიბერალების ამ მოთხოვნის პასუხად, დაწერილი პოსტის გამო ზაზა სიამაშვილი მართლაც გაათავისუფლეს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტიდან (GIPA), სადაც ის ლექციებს კითხულობდა.

ეს ფაქტი იმ ჭეშმარიტების კიდევ ერთი ნათელი დემონსტრაციაა, რომ ლიბერალიზმი რეალურად სიტყვის თავისუფლებას არ გულისხმობს და ლიბერალური სისტემის პირობებში აგრესიული ულტრალიბერალები, სულ ცოტა, კარიერულ პრობლემებს შეუქმნიან ადამიანებს, რომლებიც მათთვის მიუღებელ შეფასებებს და აზრებს გამოთქვამენ. როგორც ხედავთ, ლიბერალური ჯგუფების მმართველობის დღეს არსებული ხარისხის პირობებშიც კი, როცა ჯერ კიდევ შორია სრული კონტროლის დამყარებამდე, ულტრალიბერალები ახერხებენ მათთვის მიუღებელი ხალხისთვის კარიერული და ფინანსური პრობლემების შექმნას და ჩვენ უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ, მათი გავლენის მატების კვალად, აზრის ლიბერალური პოლიციის მოქმედბის ფორმა სულ უფრო რადიკალური გახდება.

ისე საინტერესოა, რომ იმ ფონზე, როცა ფემინისტებზე დაწერილი უარყოფითი პოსტის გამო “ტაბულა” ზაზა სიამაშვილის სამსახურიდან გაგდებას ითხოვდა, ამ პროპაგანდისტულ გამოცემას რეაქცია არ ჰქონია და არ მოუთხოვია, სამსახურიდან გაეგდოთ ლგბტ-აქტივისტი, უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია “თანასწორობის მოძრაობის” წევრი, გოჩა გაბოძე, რომელმაც იმავე დღეებში რუსეთის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში მომხდარ ხანძარში დამწვარ ბავშვებზე დაწერა, რომ ისინი ღირსები იყვნენ.

ანუ ულტრალიბერალური “ტაბულას” რედაქცია იმდენად უზნეო, მორალისგან გარეცხილი პრინციპებით ხელმძღვანელობს, რომ მისთვის ბევრად აღმაშფოთებელია ფემინისტების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულების გამოხატვა და თუნდაც შეურაცხყოფა, ვიდრე ხანძარში დამწვარ ათეულობით ბავშვზე იმის დაწერა, რომ ისინი ამ საშინელ სიკვდილს იმსახურებდნენ…