ავსტრიის შეიარაღებული ძალების ანგარიში: აფრიკაში მოსალოდნელი შობადობის აფეთქება საიმიგრაციო კრიზისს კიდევ უფრო გაამწვავებს

ავსტრიის შეიარაღებული ძალების ანგარიშის მიხედვით, აფრიკაში მოსალოდნელი შობადობის აფეთქება უახლოეს ათწლეულებში საიმიგრაციო კრიზისს კიდევ უფრო გაამწვავებს.

ანგარიშის თანახმად, აფრიკის საჰარის სამხრეთით მდებარე რეგიონებში შობადობა ყველაზე მაღალია მსოფლიოში. ზოგიერთ ქვეყანაში აქ ერთ ქალზე საშუალოდ 7.6 ბავშვი მოდის. დღესდღეობით ამ რეგიონში 540 მილიონი 18 წლამდე ასაკის ადამიანი ცხოვრობს. ექსპერტების აზრით, 2050 წლისთვის 18 წლამდე ასაკის მოსახლეობის რაოდენობა იქ მილიარდს გადააჭარბებს.

შეზღუდული რესურსების და აფრიკის ქვეყნების განუვითარებელი ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე ეს აუცილებლად გამოიწვევს სახელმწიფოების სტაბილურობის შერყევას და საზღვრების რღვევას. რაც ევროპისკენ საიმიგრაციო ნაკადის მასშტაბს კატასტროფულად გაზრდის.

წყარო: http://www.breitbart.com/london/2017/09/05/austrian-army-migrant-crisis-not-over/