ავსტრია იტალიის საზღვარზე მიგრანტების შესაკავებლად ჯარს და ჯავშანმანქანებს აგზავნის

ავსტრიის მთავრობის განცხადებით, ქვეყანა მიგრანტების ნაკადის შესაჩერებლად იტალიის საზღვართან 750 ჯარისკაცს და ჯავშანმანქანებს გადაისვრის.

ნაბიჯი განპირობებულია ავსტრიის ხელისუფლების შეშფოთებით, ხმელთაშუა ზღვის გავლით ჩრდილოეთ აფრიკიდან ევროპაში შემავალი მიგრანტების ნაკადის მწვავე ზრდასთან დაკავშირებით.

“ჩვენ ვხედავთ, როგორ მწვავდება სიტუაცია იტალიაში და მზად უნდა ვიყოთ, რომ არ განმეორდეს 2015 წლის ზაფხულის თანადარი მოვლენები.” – განაცხადა ავსტრიის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა.

შეგახსენებთ, რომ 2015 წელს ევროპაში ბალკანეთის გავლით ასეულობით ათასი მიგრანტი შევიდა. 2016 წელს ვითარების შედარებით დამშვიდება მოხერხდა, მაგრამ ექსპერტები წელს მორიგ საიმიგრაციო გამწვავებას ელოდებიან.

წყარო: http://www.telegraph.co.uk/news/2017/07/04/austria-send-troops-armoured-vehicles-border-italy-block-migrants/